სასტუმრო "ლიზა"                      

          English

 

 

 

 


მთავარი

მომსახურეობა

ღირსშესანიშნაობანი

დაგვიკავშირდით

 ფოტოგალერეა


             
 

 

აკურორტო ადგილები გონიო, კვარიათი და სარფი ბათუმის სამხრეთითაა განლაგებული. სარფი კი უშუალოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ზღვის ამ შესანიშნავ კურორტებზე წყლის საშუალო ტემპერატურა ივლისში +250ც-ზე ადის. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა. თვისებებით მას კურორტ იალტას ამსგავსებენ.
      საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც.

    

    

    
     სარფი, გონიო და კვარიათი საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დასვენების საყვარელი ადგილებია. აქ, ისევე როგორც აჭარის სანაპირო ზოლის სხვა კურორტებზე, მთელი დღე გაისმის მოცურავეების, პლიაჟზე გასარუჯად წამოწოლილების, სკუტერზე, წყლის ველოსიპედსა თუ ზღვის `ბანანზე~ ამხედრებული დამსვენებლების ხმაური და სიცილი. დაბნელებისთანავე საყოველთაო მხიარულება რესტორნებში, კაფე-ბარებში და ბუნგალოებში გადაინაცვლებს ხოლმე და დილამდე გრძელდება.
      აჭარის შავიზღვისპირეთის კურორტები რეკომენდირებულია გულსისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, სახსრებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

    

გონიო არა მხოლოდ საკურორტო, არამედ ისტორიული ადგილიცაა. მისი ისტორიული სახელწოდებაა აფსაროსი. აქ მდებარეობს უძველესი პერიოდის ძეგლის, გონიოს ციხის ნანგრევები. ამ ტერიტორიებით ჯერ კიდევ ანტიკურ და ელინისტურ პერიოდში იყვნენ დაინტერესებული.ამაყად მდგარი ციხესიმაგრე თავისი ნანგრევებით მნახველს დღესაც უდიდეს ინტერესს აღუძრავს. აფსაროსი საუკუნეების მანძილზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის  მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი იყო. მის მიდამოებში აღმოჩენილია სამთო–მეტალურგიული კერები. საკუთრივ ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილი დიუნური ფენები ცხადყოფს, რომ აქ პირველი დასახლება ძვ. წ. –VIII-VII სს–დან ჩნდება.

    

    

აფსაროსის ციხეს ახ.წ. III საუკუნის მიწურულს შეუწყვეტია ფუნქციონირება. ციხესიმაგრეს გონიოს სახელწოდებით XII-XIII საუკუნეებში მოიხსენიებენ. ციხეს დიდი ტერიტორია უკავია (4,4 ჰექტარი). მისი კედლები და კუთხეები გამაგრებულია 18 კოშკით. ჰქონია 4 კარი, ამათგან 3 ამოშენებულია.